შაბათის სკოლის მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები
- 25 აპრილი, 2025
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო,
გთავაზობთ შაბათის სკოლის მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგებს:
სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ, პირველი ტურის შედეგები დარჩა უცვლელი.
ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება აქვს 111 მოსწავლეს, რომლებმაც პირველი ტურის შედეგად დააგროვეს 13 ან მეტი ქულა.
ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდება 2025 წლის 12 მაისს.
ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება 10:30 საათიდან, ოლიმპიადა დაიწყება 11:00 საათზე.
ოლიმპიადაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ფინალურ ტურში მონაწილე მოსწავლეებიდან.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!